22 დეკემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მარტვილში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მერმა მხოლოდ საჯარო მოხელეები შეუშვა

ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა მარტვილში გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარდაჭერას ქართული ოცნება უცხადებს ადგილობრივებს კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში შეხვდა, თუმცა დარბაზში შესვლა ყველა მსურველისთვის ნებადართული არ იყო.

ვინ უნდა დასწრებოდა შეხვედრას და ვინ არა - ამას შენობის შესასვლელში მყოფი მარტვილის მერის მოადგილე წყვეტდა. შედეგად დარბაზში მხოლოდ საჯარო მოხელეები და სკოლისა და ბაღის პედაგოგები აღმოჩნდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

შეხვედრიდან გამოსულმა პრეზინდეტობის კანდიდატმა შენობის გარეთ მყოფ პირებს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა.

დღის ამბები