05 ოქტომბერი 2024,   14:48
ვრცლად
წყალდიდობა იტალიაში, დატბორილია კატანის ქუჩები 

გადაუღებელ წვიმას იტალიაში წყალდიდობა მოჰყვა, დატბორილია ქალაქ კატანის ქუჩები.

ნიაღვარმა გაიტაცა მანქანები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.

რეგიონში უკვე მეორე დღეა დახურულია სკოლები და საჯარო დაწესებულებები.

ამ დრომდე უცნობია დაშავებულთა მდგომარეობა, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

სინოფრიკოსები აცხადებენ, რომ წვიმიანი ამინდები რეგიონში რამდენიმე დღეს კიდევ გაგრძელდება.

დღის ამბები