05 ოქტომბერი 2024,   14:55
ვრცლად
ვაშინგტონის და ლონდონის ბოიკოტი საინვესტიციო ფორუმს, რომელსაც საუდის არაბეთის პრინცი მასპინძლობს 

საუდელი დისიდენტის გაუჩინარების გამო, ვაშინგტონი და ლონდონი ერ-რიადს ბოიკოტს უცხადებენ. BBC-ს ინფორმაციით, ერ-რიადში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმს, რომელსაც საუდის არაბეთის პრინცი მასპინძლობს, არც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი და არც დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი დაესწრებიან. სტივენ მნუჩინის და ლაიამ ფოქსის უწყებებში ოფიციალურად ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც სხვაგვარად უდაბნოს დავოსს უწოდებენ, ოქტომბრის ბოლოსაა დაგეგმილი. ჯამალ ხაშოგის სავარაუდო მკვლელობის გამო ღონისძიებას ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს წამყვანმა მედია საშუალებებმა და გავლენიანმა ბიზნესმენებმა. 

დღის ამბები