05 ოქტომბერი 2024,   14:54
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიანიჭონ

შეერთებულ შტატებში დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიანიჭონ. დონალდ ტრამპის განცხადებით უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი. მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი, შეცდება ამერიკაში დაბადებული გარკვეული უცხოელებისთვის და არალეგალური ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლება გააუქმოს, თუმცა ამ ინიციატივას ჯერ კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და მექსიკის საზღვარზე ემიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად 5 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა. პრეზიდენტის ამ ნაბიჯს უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები. სან დიეგოს პარკში დემონსტრანტებმა ჰაერში ჩვილი დონალდ ტრამპის გამოსახულების ბუშტი გაუშვეს.

დღის ამბები