05 ოქტომბერი 2024,   15:02
ვრცლად
ქალაქ არხანგელსკში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ქალაქ არხანგელსკში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ერთი ადამიანი. დაშავდა უწყების სამი თანამშრომელი.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი უწყების თანამშრომელი არ არის. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ის 17 წლის მოზარდია, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში აუფეთქდა.

უწყების ცნობით, მოზარდმა ტერაქტის მოწყობის მუქარა სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა მოტივი უცნობია. რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიები ჯგუფები მუშაობენ.
 

დღის ამბები