17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
კანის კინოფესტივალის პრიზიორი უკრაინელი რეჟისორი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკითხვების სერია მოუწყვეს 

უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სპეცოთახში დაკითხვების სერია მოუწყვეს. უკრაინელი რეჟისორი თბილისის რიგით მეცხრამეტე კინოფესტივალზე დასასწრებად მოფრინავდა. კანის კინოფესტივალის პრიზიორმა რეჟისორმა აეროპორტის დატოვება მხოლოდ 40 წუთის შემდეგ შესძლო. სერგეი ლოზნიცა საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს, შემდეგ კი ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც წარდგენის გარეშე, არაერთი კითხვა დაუსვეს.

ტიტულოვანი რეჟისორი საქართველოს აეროპორტიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისი ვინაობა ინტერნეტში გაარკვიეს, მაგრამ მეორე უკრაინელი რეჟისორი სამი საათის განმავლობაში დატოვეს დაკითხვაზე.

ის, ვინც ქართველმა მესაზღვრეებმა გააჩერეს, მთელს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული რეჟისორია, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია ანტირუს ავტორად მოიხსენიებს. მსოფლიოს საუკეთესო კრიტიკოსები კი თვლიან, რომ სერგეი ლოზნიცა დღეს მთელ მსოფლიოს რუსეთის რეალურ სახეს აჩვენებს და ყველაზე საინტერესო გზებით საუბრობს პოსტ-საბჭოთა სივრცის მძიმე ყოფაზე. თვითონ ამბობს, რომ რუსული მედია მას რუსოფობად შეცდომით მოიხსენებს. 

ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინას ბევრი აქვთ საერთო. რუსეთთან პრობლემას კი მენტალურ შეუთავსებლობას უწოდებს.  

ლოზნიცას“ ფილმოგრაფია 26 მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ითვლის, ამბობს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მის ფოკუსში, მისი სტილისტიკით კიდევ არაერთი ცხელი თემა იქცევა ფილმად.

ავტორი: რუსუდან გიორგაძე. 

დღის ამბები