17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
„პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს“ - გურამ საღარაძე ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტზე 

„ამ  საკითხზე პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს,“ - ამ განცხადებით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გურამ საღარაძე სპორტის სასახლეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გურამ საღარაძე ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტს ყოვლად მიუღებელს და სამარცხვინო ფაქტს უწოდებს.

 „გული მწყდება... ეს ეხება ფედერაციის პრეზიდენტს ხომ?  ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის. ზრდილობის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის და ერთ გუნდად შეკვრის და თანადგომის. ესეთი რამეები არ შეიძლება, ყოვლად მიუღებელია. ამ  საკითხზე პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს,“ - აღნიშნავს საღარაძე.

სპორტის სასახლეში გადაღებული ექსკლუზიური კადრები "შაბათის კურიერმა"  გაასაჯაროვა. სკანდალურ კადრებში, ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება და მას ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი სახეში მუშტი ხვდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები