17 ივნისი 2024,   16:18
ვრცლად
კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას - მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე 

პრემიერი მამუკა ბახტაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას ამის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც გაეცემა პასუხი,“ - ამბობს ბახტაძე.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ადამიანი დააკავა. 

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები