21 იანვარი 2025,   13:08
ვრცლად
"არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება ამ შეთანხმებული კორიდორების მიღმა არ განიხილება" - ზალკალიანი რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჟენევაში საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი საბაჟო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

      შეთანხმების განხორციელებისთვის ყველა პირობა შექმნილია - ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

      ჟენევის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსულ პრესაში აქტიური კამპანია დაიწყო.

      რუსული მედია ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთთან დათმობაზე წავიდა და მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების ტრანზიტი დაუშვას. მსგავსი ტიპის განცხადებებს არ ადასტურებს ქართული მხარე და მას სპეკულაციებს უწოდებს.  

      „ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება ამ შეთანხმებული კორიდორების მიღმა არ განიხილება - ეს არის ყველაფერი სპეკულაცია,“-ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

      დღის ამბები
      მეტი