18 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
მამუკა ბახტაძე დრეზდენში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძე დრეზდენში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე შედგა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.

მამუკა ბახტაძემ შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ილაპარაკა.   

საქართველოს პრემიერმინისტრი დრეზდენში "ფოლკსვაგენის" ავტომობილების ქარხანაშიც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დღის ამბები