დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ჯეკ შეფარდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ”გარდიანი" ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა, თუმცა გაურკვეველი რჩება, როდის გაიგზავნა ოფიციალურად მოთხოვნა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ძალოვან უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, 29 იანვარს სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა როდის დაიწყებს ამ საქმის განხილვას საქალაქო სასმართლო, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ადვოკატები შეფარდის საქმეზე ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.