17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხევდრა რომში - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან - ქართველ ემიგრანტთა კრებას ამჯერად იტალიის დედაქალაქი მასპინძლობს. რომში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკვე ჩადიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. მოძრაობა -„ერთად სახლშის“ ორგანიზებით გამართული შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე რომის ისტორიულ ცენტრში დაიწყება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ლიეჟში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

„გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ლიეჟში ვნახეთ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული არის. ეს არ არის კარგი მიდგომა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს აგენტ-პროვოკატორების გამგზავნა და ა.შ. თუმცა ამაზე ადეკვატური ღონისძიებები შევიმუშავეთ ჩვენ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გამკაცრება. მინდა ვთქვა, რომ ესა რის რომის ცენტრალური ადგილი, სადაც ირგვლივ ყველა ადგილზე გადაადგილდება პოლიცია. თვითონ ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და 24 საათი იცავს სპეცრაზმი. მენეჯმენტისგან მიღებული გვაქვს ესეთი თანხმობა, რომ  ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ პიროვნებაზე, რომელიც არის შესაძლო აგენტ-პროვოკატორი, ან რაიმე პროვოკაციის მოხდენას აპირებს, ეს პიროვნება იქნება ადგილზე შეჩერებული და გადაცემული პოლიციას,“-განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბადრი მებურიშვილმა.

 

დღის ამბები