17 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს"- სები ხაზარაძეს პასუხობს 

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია თიბისი ბანკის დამფრუძნებლის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მას ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და არ შეიძლება ეს ქმედება შანტაჟად ჩაითვალოს.

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს,” -ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები