19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ჩვენი კვლევით, "სამართლიან არჩევნებს" ორჯერ ნაკლები ადამიანი ენდობა, ვიდრე ცესკოს" - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს აკრიტიკებს. მისი თქმით, პარტიამ ჩაატარა შიდა სოციოლოგიური კვლევა და სამართლიან არჩევნებს აქვს უფრო ნაკლები ნდობა, ვიდრე ცესკოს.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომ სამართლიან არჩევნებს ორჯერ ნაკლები ადამიანი ენდობა, ვიდრე ცესკო-ს. თავისთავად ეს პარადოქსია, რომ ორჯერ ნაკლები ნდობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას იმ სფეროში, სადაც ცესკო ფუნქციონირებს, ცესკო-სთან შედარებით," - განაცხადა კობახიძე.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევები ყოველთვის არის სანდო. მისი თქმით ერთადერთი შავი ლაქა ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჰქონდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა.

"რაც შეეხება ამ კვლევას, ეს არის შავი ლაქა ჩვენს ისტორიაში. თუმცა, ერთადერთი შავი ლაქა სოციოლოგიური კვლევების კუთხით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები