17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
საწყალი ბიჭი, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ, გაბრაზებულია... ჯანსაღ მდგომაროებაში არაა - ბესელია ზარდიაშვილს პასუხობს

"საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუშალეთ, არის ძალიან გაბრაზებული" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეკა ბესელია.

ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თუ ბესელია მანდატს დატოვებს, ის მზად არის პარლამენტიდან თავადაც წავიდეს.

ბესელია ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილს ოჯახური ბიზნეს-გეგმა ჩაუვარდა და ამის გამო გაბრაზებულია.

„ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუშალეთ და ოჯახური ბიზნესი არ გამოუვიდა და ის ათკაციანი სია, რომელსაც ის ერთ-ერთი ლობირებდა, ვერ გაიტანა და თან თვითონაც მიჰყვა ამ სიას არის ძალიან გაბრაზებული. ამას ვერ მპატიობენ, რომ ის სია გავუჩერე. მათ შორის ამ სიას მისი თანამდებობაც მიჰყვა, ამიტომ იყო ჩემი განცხადება ხუთშაბათს და არა ოთხშაბათს. ჯანსაღ მდგომაროებაში არ არის ვიღაცამ შეამოწმოს და მიხვდება, რომ პარლამენტში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის,“ - ამბობს ბესელია.

დღის ამბები