17 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ, რადგან საქართველოს სანდო ქვეყნად არის აღიარებული - ამის შესახებ განცხადება, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა გააკეთა.

პასკალ მენიე მოუწოდებს ყველა ქვეყანას ეს გზავნილი მკაფიოდ გამოხატონ. ელჩის თქმით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რათა საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და არიან დევნილები ამან შესაძლოა საქართველოს იმიჯი დააზიანოს და მისი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს რადგან თქვენი ქვეყანა სანდო ქვეყანად არის აღიარებული. გსურს ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ რომ ის კარგად იყოს გაგებული,“-განაცხადა პასკალ მენიემ

დღის ამბები