17 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ წითელმთის მოსახლეობა მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში ათეულობით ადგილობრივმა საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციაზე შეკრებილებმა ქვიშა-ღორღის გადამზიდ მძიმეწონიან ავტომობილებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობამ მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალის ამოღება გააპროტესტა და სოფლისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა. მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ სოფელში სატვირთო მანქანების მოძრაობამ მთლიანად მოშალა და მწყობრიდან გამოიყვანა გზა, მდინარეზე არსებულმა კარიერებმა დააშრო ჭები და ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა შეუქმნა.

მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ბჟუჟის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდეს და იქ კარიერების მუშაობა შეწყდეს.

„სოფელი განადგურდა, ჩვენი ხეობა განადგურდა. გააქვთ ინერტული მასალა, მდინარე დაშრა, გზა გააფუჭეს. გვინდა, რომ ეს ტერიტორია გამოცხადდეს ნაკრძალად,“- აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

დღის ამბები