17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე - დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე 

ხმაური ჭავჭავაძის გამზირზე - ტრაგედიის ადგილზე, სადაც ორი მუშა დაიღუპა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. 

დაკავებულები არიან გიორგი სოფრომაძე, გიორგი კობახიძე და ცოტნე ცხვედიანი. 

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფებიან და ისინი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის  და დედაქალაქის მერის მისვლას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, ტრაგედიის ადგილზე შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

არსებული ინფორმაციით, მათ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ სამუშაო ფორმატში შეხვედრა შესთავაზათ, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს და მოითხოვეს კახა კალაძე ტრაგედიის ადგილას, ჭავჭავაძის გამზირზე მივიდეს. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს 20 წუთიან ვადას აძლევენ. 

აქციაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაცია EMS-ის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ლეიბორისტული პარტიის წარომადგენლები. 

დღის ამბები