17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
შეთანხმება შედგა - დევნილებმა „დირსი"-ს საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს

დევნილებმა „დირსის“ საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად მოხდება ყველა ოჯახის საკითხის განხილვა.

ბინებს მიიღებენ ისინი, ვინც სამინისტროს მიერ გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

დევნილების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება შედგა. მათი თქმით, უწყებაში დაარწმუნეს, რომ საცხოვრებელ ფართებს უახლოეს პერიოდში გადასცემენ.

დღის ამბები