ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში ახალი სკოლის შენობა გაიხსნა. სკოლა 25 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა მშენებლობისთვის ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალით არის აგებული.
პროექტით ასევე, სარეკრეაციო სივრცეა გათვალისწინებული, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
სოფელ შუასურებში მანამდე ხის საუკუნოვანი სკოლის შენობა ფუნქციონირებდა, რომელიც საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხემვით აშენდა. სკოლის შენობა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.