ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა.
მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული.
ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალავენ. თუმცა, საპატრიარქოსთან პრეტენზიები აქვთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
მათი თქმით, არანაირი დნმ-ის ანალიზები არ ჩატარებულა და აინტერესებთ, საიდან დაადგინა საპატრიარქომ, რომ სამარხში სწორედ მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან.
კურიერის ინფორმაციით კი სამარხი ორი წლის წინაა აღმოჩენილი, თუმცა, საპატრიარქომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაქტი მხოლოდ ახლა გაახმოვანეს.