რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, 5 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი - 5 თვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.