ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - შეჯიბრი, რომელშიც 400 სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს პირველ საშეჯიბრო დღეა და ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კი ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დაესწრო.
მცირე პრობლემებია ქალთა ძალოსანთა ნაკრებში. საუბარია თათია ლორთქიფანიძის შესახებ, რომელიც ნაკრების მწვრთნელების და ხელმძღვანელების განმარტებით, რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, საწვრთნელ პროცესზე, თუმცა, სხვადსხვა მიზეზების გამო, ძალოსანი ნაკრებს არ შეუერთდა.
ქალთა ძალოსანის ნაკრების წევრი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილობას, სავარაუდოდ, არ მიიღებს.
„უსამართლობაა, რაც ეხება თათია ლორთქიფანიძეს, გაუგებარია. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქალი, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები, როცა ადამიანს აქვს ბრინჯაოს მედალი მიღებული, როცა აქვს გავლილი დოპინგი, როცა ძალიან დიდი იმედები იყოს მასზე ოლიმპიურ თამაშებში და ამის გამო, ამ რაღაც დისციპლინარული, მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს ვერც დღეს ევროპულ თამაშებში მონაწილეობას, ვერც ხვალ. ამითი ზიანდება ქვეყანა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
განცხადება გააკეთა გოგონათა ნაკრების მწვრთნელმა ძალოსნობაში, თემურ ჯანჯღვავამ, რომელიც "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს იმ მიზეზებს, რის გამოც, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე გუნდის შეკრებაზე არ ცხადდებოდა.
„როდესაც სპორტსმენს იძახებენ ნაკრებში, მით უმეტეს ასეთ საპასუხისმგებლო შეჯიბრი რომ ტარდება, ევროპის ჩემპიონატი და შენ ნაკრებში ხარ, თან გუნდის კაპიტანი ხარ ამავდროულად, არ ცხადდები შეკრებაზე, არ მოდიხარ შეგნებულად, უარს აცხადებ, რაღაც თავის მიზეზები აქვს ამას, თვითონ ამბობს ამ მიზეზებს, მაგრამ ეს ცოტა თითიდან გამოწოვილი მიზეზებია, როცა ეძებ მიზეზს, თორემ შენ თუ ვარჯიში გინდა, უნდა მოხვიდე და ივარჯიშო, უნდა იყო გუნდთან ერთად,“ - განაცხადა თემურ ჯანჯღვავამ.