17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ეროვნული ბანკი ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვას არ აპირებს - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება კობა  გვენეტაძემ გააკეთა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ელოდა იმ შედეგებს, რაც ახალ რეგულაციებს მოჰყვა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეფორმის გადახედვის საჭიროება არ დგას და საზოგადოებამ და ბიზნესმა ახალ რეგულაციებს კომპლექსურად უნდა შეხედოს.  

„ის პირველადი ინფორმაციები გვაჩვენებს იმას, რომ ეფექტი არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობდით რომ თავიდანვე იქნებოდა, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება ამაზე. გაგიგიათ ინფორმაციები, რომ ვიღაცამ სესხი არ აიღო, ვიღაცას სესხი არ დაუმტკიცდა და ა.შ. ასეულობით და ათასობით წერილს ვიღებთ მოქალაქეებისგან, სადაც გვეუბნებიან რომ მათ აიღეს სესხები სხვადასხვა დროს, მათ ვერ მოახერხეს ამ სესხების გადახდა. მათ უნდა გაყიდონ ყველაფერი იმისთვის რომ მოემსახურონ ამ სესხებს, ამიტომ მოდით ყველა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს,"-განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

დღის ამბები