17 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში - ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 5 ადამიანი 

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გადაიყვანეს ცოტა ხნის წინ კლინიკაში. 75 წლის ქალბატონი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი და მას პირველად კვლევები უტარდება.

აფეთქების დროს, 5 დაშავებულიდან ყველაზე მძიმედ 21 წლის მამაკაცია, რომელსაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

აფეთქების დროს დაშავდა 7 თვის ჩვილიც, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები

ამავე თემაზე
დღის ამბები