17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
აუცილებელია, რომ ბინების მეპატრონეებმა ყურადღება მიაქციონ გაზის გამათბობლებს - დავით სერგეენკო დიღომში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

დავით სერგეენკომ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შემთხვევის დროს დაშავებული 8 ადამიანი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა. 

დავით სერგეენკო-ის სურათის შედეგი

„დღევანდელი უბედური შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანმა მიიღო დაზიანება, ისინი განაწილებულები არიან სხვადსხვა კლინიკებში. ორმა მათგანმა უკვე მიიღო ამბულატორიული დახმარება და ისინი გაეწერნენ, ორის მდგომარეობა არის საყურადღებო. კრიტიკული მდგომაროება, საბედნიეროდ, არც ერთთან არ არის, მაგრამ ორი, რომელსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს, მას ძალიან ინტენსიური მკურნალობა და მონიტორინგი დასჭირდება. რაც შეეხება ასეთ შემთხვევებს, ამაზე ძალიან ფართო ჩართულობა არის როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე შესაბამისი სამსახურების, რომ დაკეტილ ის ვინც ბინას აქირავებს და ასევე მიმდინარეობს შემოწმება და ინსპექტირება იმ გამათბობელი გაზზე მომუშავე ხელსაწყოების,“ - აცხადებს სერგეენკო.   

დიღმის მასივში ძლიერი აფეთქება დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდითა კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, გაზის სუნი იგრძნობოდა და მათ შესაბამის სამსახურში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მივიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები