ამ წუთებში დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა მოახერხეს მეოთხე სართულის ერთი კედლის დემონტაჟი, რომელსაც საყრდენი გამოცლილი ჰქონდა და მისი ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. ამ ეტაპზე უცნობია შეძლებენ თუ არა კორპუსის მცხოვრებლები დღეს საკუთარ სახლებში ღამის გათენებას. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
„ჰოსპიტიზირებულია 8 პაციენტი. აქედან ყველა კარგად არის. ერთს აქვს 35 პროცენტიანი დამწვრობა და დანარჩენი პრაქტიკულად პროფილაქტიკის მიზნით გადავიყვანეთ. სტაბილურია მდგომარეობა. არავის არ დაურეკავს 112-ში. დაზარალებული ოჯახების რაოდენობა არ ვიცი იმდენად რამდენადაც შეიძლება მოემატოს და წყლის გამო და მრავალი რამის გამო შეიძლება უბრალოდ მოემატოს. აფეთქება მოხდა ერთ სართულზე და მიმდებარე ტერიტორიების სახელები არის დაზიანებული. მაგრამ დაზიანება რა ხარისხს არის როგორც კი ამას იტყვის ექსპერტიზა და მოგვცემს საშუალებას რომ შევიდნენ მაშინ შევლენ მოსახლეები, წინააღმდეგ შემთხვევაში სანამ არ მოხდება კორპუსის გამაგრება მანამდე ვერ შეძლებენ,“-განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.