ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრი საკონცერტო დარბაზისა და სცენის გარეშეა. ორკესტრი ყოფილი მუსკომედიის შენობაში გადაიყვანეს, თუმცა შენობას აღდგენა ესაჭიროება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, შენობის აღდგენა იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე მისი დემონტაჟი და ახლის აშენებაა.
ამის შემდეგ, გაჩნდა იდეა, რომ ორკესტრი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადასულიყო. თბილისის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი წელიწადის ყველაზე დიდი ნაწილი უქმად არის.
იმის გამო, რომ დარბაზი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ორკესტრმა ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის საკუთარი ფულის მიტანის იდეა გამოთქვა. თუმცა, კულტურის მინისტრის მოადგილე, ამ შემთხვევაში მხარედ იქცა. მიხეილ გიორგაძე დადგა არა ორკესტრის, არამედ კერძო კომპანიის, „ინტერნეშნლ ივენთის“ მხარეს, რომელიც ახლა დარბაზს მართავ და რომლის დამფუძნებელიც თავად იყო, კუთვნილი წილი კი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მეგობარს აჩუქა.
„ინთერნეშნალ ივენთსი“ ყოველწლიურად 250 ათას ლარს უნდა იხდიდეს, თუმცა გაირკვა, რომ ისინი ბოლო 8 წელიწადი გადასახადებს არ იხდიდნენ.
მაესტრო რაჭველისთვის ფილარმონიული ორკესტრის დაბრუნება ფილარმონიაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრმა 20 წელზე მეტია, დროებითი თავშესაფრების და დაქირავებული სცენების ცვლაში ნახევარი ცხოვრების გზა გალია.
თბილისის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში განთავსებულია ღამის კლუბი, სამშენებლო კომპანია, ზედა სართულზე სპორტული დარბაზი თავისი საუნით. ქალაქის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზი წელიწადის უდიდესი ნაწილი უქმად არის.