17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. საბჭოს არამოსამართლე წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეობის კანდიდატების წარდგენის პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობენ.

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ კანდიდატების ნომინირება საბოლოოდ ზაფხულში მოხდეს. სწორედ მაშინ, როდესაც შვებულებების პერიოდი იქნება.

„ეს შეიძლება იყოს იმ მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი, რომ ეს საერთო ეროვნული თემა, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, ჩაიკარგოს მაქსიმალურად. ხომ არ მოემზადება საბჭო და მათი მფარველი ირაკლი კობახიძე იმისთვის, რომ გაგანია ზაფხულში, 40 გრადუს სიცხეში, აგვისტოში მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენა,“-აცხადებს დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური კი სხდომის გადადების მიზეზად განსახილველი საკითხების არ არსებობას ასახელებს.

დღის ამბები