17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა, საარჩევნო სისტემა და ვალების განულების პროგრამა - "გამჭვირვალობა-საქართველო" კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილს გაასაჯაროებს. კითხვები ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებას, არსებულ საარჩევნო სისტემას და მთავრობის ვალების განულების პროგრამას ეხება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ხორავას საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას არასრულფასოვნად მიიჩნევს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წლიდან უნდა ჩატარდეს. ვალების განულებას კი მოსახლეობა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს.

„მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი მხარს უჭერს იმას, რომ 2020 წლიდან ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ბევრი ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობა, გამოძიება რ წარიმართა შესაბამისად. ისინი ეთანხმებიან იმას, რომ პარლამენტში ასეთი ტიპის საქმეებზე, კარგი იქნება თუ საგამოძიებო კომისიები შეიქმნება,“-აცხადებს ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები