ორგანიზაცია „ერთად სახლშის“ წევრებმა მდუმარე აქცია ქუთაისის მერიის წინ გამართეს. შენობის წინ შეკრებილებმა ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს მოუწოდებენ, დარჩნენ საქართველოში და თავიანთი რესურსი სამშობლოს მოახმარონ.
ორგანიზაცია აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავს და ახალგაზრდებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებენ.