17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ახსნა-განმარტების გარეშე წამიყვანეს, შეიარაღებულები იყვნენ" - შამგონიდან გატაცებული გელა როსტობაია გათავისუფლებულია 

შამგონიდან გატაცებული გელა როსტობაია გათავისუფლებულია. ის საოკუპაციო რეჟიმმა მკაცრი გაფრთხილებისა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათვაისუფლა. საჭირო ფული სანათესაომ შეაგროვა. 

გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჯერ კიდევ გუშინ, მას ეუბნებოდნენ, რომ 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ენგურის ხიდზე მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. 

როგორც როსტაბაია ყვება, ის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეიარაღებულმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

„ნაპირიდან ვიყავი ერთი მეტრით დაშორებული. მოულოდნელად, არასდროს არ მინახია, მთელი ცხოვრება იქ დავდივარ საბანაოდ და სათევზაოდაც. მოულოდნელად დამადგნენ თავზე. ახსნა-განმარტების გარეშე წამიყვანეს. შეიარაღებულები იყვნენ. რუსი მესაზღვრეები იყვნენ. სამი ადამიანი იყოო. საღამოს შემოვიდნენ, რა ხდება როგორ შეატყობინე იქით მხარესო, ერთი ამბავი არისო, სამინისტროა ჩართულიო. ჩვენ გაშვებას ვაპირებდით, მაგრამ აწი შეიძლება საქმე აღვძრათ და მოგიწევს 5-6 თვე დანდრის ციხეში ყოფნაო. მერე რა შეიცვალა არ ვიცი, დღეს დილით უკვე გამომიშვეს,“ - განაცხადა გელა როსტობაიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები