თბილისში რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე ამობრუნებული დამტვრეული მანქანები გამოჩნდა. ვინ და რა მიზნით დაამონტაჟა მანქანები, ამ დრომდე უცნობია.
როგორც თბილისის მერიაში "რუსთავის 2"-ს განუცხადეს, ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის ვინაობაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მერიაში განმარტავენ, რომ მანქანები მათთან შეთანხმებით დამონტაჟდა, ანონიმურობის დაცვა კი თავად კომპანიის მოთხოვნა იყო.