17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამონგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდიანრეობისას მოხდა. საკლასო ოთახში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

შემთხვევას ყველა ბავშვი უვნებლად გადაურჩა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა პედაგოგები ამბობენ, რომ პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაუარესდა.

„რემონტი როცა გაკეთდა, იმის მერე უფრო ხდება ავარიული შემთხვევები.  ჯანმრთელი პარკეტი ჰქონდა, მუხის პარკეტი, წიფელა აყარეს დააგეს მეტლახი. გალესილი ჭერი იყო და თუკი ხარვეზი იქნებოდა ხილული იქნებოდა. ყველაზე იაფფასიანი და ტყვიის შემცველი მასალებით არის გარემონტებული, ბავშვებს სული ეხუთებათ. ბათქასი ცვივა“-ამბობს პედაგოგი ნანული ჟორჟოლიანი.

ეს ქუთაისის მეორე სკოლაში ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის. "კურიერის" არქივში პირველი შემთხვევის მალასა ინახება: 

დღის ამბები