17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ივანიშვილის პარკში ხეების გადატანის გამო, ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე საგზაო ნიშნები მოხსნეს 

ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სუფსის მონაკვეთზე, უკვე 2 დღეა საგზაო ნიშნები მოხსნილია. მოსახლეობა და ოპოზიცია მომხდარს ხის ტრანსპორტირებას უკავშირებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სუფსიდან და გრიგოლეთიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში, გიგანტური ხეების გადატანა იგეგმება.

მრავალწლოვანი ნარგავები ტრანსპორტირებისთვის უკვე გამზადებულია. ხეების გადატანის პროცესს გრიგოლეთში მწვანე ნარგავები შეეწირა, გაიჩეხა ფიჭვის ხეები.

ოპოზიციის თქმით, ხეების ტრანსპორტირების პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო სამსახურებიც.

“საპატრულო პოლიცია, საგზაო დეპარტამენტი არის ამით დაკავებულ დღეს, რომ მოემსახურონ ერთი ახირებული ოლიგარქის ავადმყოფურ დამოკიდებულებას ამ ხეების იქით-აქეთ თრევასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, მოსახლეობა დღითი დღე ღარიბდება,“ - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავამ.

ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რონ საგზაო ნიშნები საგზაო დეპარტამენტმა ჩამოხსნა, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია. რაც შეეხება ხეების გაჩეხვას, გამგებელი ამბობს, რომ ეს პროცესი კანონიერად მოხდა.

დღის ამბები