17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
მუფტთა კავშირის თავმჯდომარე ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ანალიზს ითხოვს

ბათუმში სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ანალიზს ითხოვს, მუფტთა კავშირის თავმჯდომარე. თუმცა ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ ნეშტების ანალიზის ჩატარება აუცილებელი პროცედურაა, პასუხი შესაძლოა გაჭიანურდეს, რის გამოც დაკრძალვის შემთხვევაში, სამარხში აღმოჩენილი ნეშტები ყოველგვარი რელიგიური ცერემონიის გარეშე უნდა აიკრძალოს.

„პირველ რიგში, მოითხოვთ იმას, რომ კარგი იქნება რომ ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი და ის ეჭვები, ის საზოგადოებაში არსებული პრობლემები იქნას მოგვარებული. თუ ამას ვერ შევძლებთ, რადგან ეს არის ერთ სამარხში აღმოჩენილი ნეშტები და შესაძლოა წლები დასჭირდეს ამის გამოკვლევას, ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს სამოქალაქო წესით გასვენება და არანაირი რელიგიური ნიშანი არ უნდა დაიდგას მათ საფლავებზე“ - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 150-მდე ადამიანის სხეულის ნაწილს ბათუმის ტაძრის სარდაფში მიაკვლიეს. ხელვაჩაურში აღმოჩენილ სამარხში დახვრეტილთა დიდი ნაწილი სწორედ მუსლიმია. 

დღის ამბები