ინციდენტი მთავარ პროკურატურასთან - 33 წლის მამაკაცმა შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ლევან ჯიქურია მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტას მოითხოვს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისათვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პროკურატურა ლევან ჯიქურს ქურდობის მუხლით ედავება. მან ერთ-ერთი კლინიკიდან ტელევიზორი მოიპარა თუმცა მეორე დღეს უკან დააბრუნა და დანაშაული აღიარა. სწორედ ამიტომ ლევან ჯიქური ითხოვს, რომ გამოძიება მის წინააღდმეგ შეწყდეს და საქმე დაიხუროს.
ლევან ჯიქური ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.