17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი და "ომეგა ჯგუფი" - ივანიშვილი ადასტურებს, რომ ძმები აბდუშელიშვილები მისი უახლოესი ბიზნეს პარტნიორები არიან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ბიზნესმენ ძმებ, აბდუშელიშვილებთან კავშირის შესახებ დაადასტურა. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ზურაბ აბდუშელიშვილი ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ზაზა ოქუაშვილი ამბობდა, რომ სწორედ აბდუშელიშვილი მიაგზავნა მასთან ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 5 მილიონის სანაცვლოდ გაჩუმება შესთავაზა.

კადრებში, რომელიც „ომეგას ჯგუფის“ ერთ- ერთ ოფისშია გადაღებული, ჩანს როგორ აფორმებს ზაზა ოქუაშვილის კომპანიასთან ზურაბ აბდუშელიშვილი 5 მილიონის ავტომობილების შეძენაზე კონტრაქტს. გარიგების თანახმად, ოქუაშვილი ფულს მიიღებდა, სამაგიეროდ ივანიშვილის მიერ მისთვის მოთხოვნილი დიდი ქრთამის შესახებ და საქართველოში ბიზნესის რეკეტზე აღარ უნდა ესაუბრა.

რაც შეეხება დიმიტრი აბდუშელიშვილს, ყოფილი პრემიერის თქმით, ბიზნესმენი ანაკლიის კონსორციუმის აქციონერებს შორის ზუსტად მაშინ აღმოჩნდა, როცა ის პროექტის გასაგრძელებლად ხაზარაძისთვის 70 მილიონის ჩუქებას გეგმავდა. მაშინ ივანიშვილის ნაცვლად პროექტში ფული აბდუშელიშვილმა ჩადო.

დიმიტრი აბდუშელიშვილის სახელი ფიგურირებს ქიმიურ ტერმინალშიც, რომელიც ანაკლიის პორტის კონკურენტია. ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად, აბდუშელიშვილი ორივე პორტში ფიგურირებს. ტერმინალმა ყოველწლიურად ათობით ათასი ტონა ქიმიური ნივთიერება უნდა გაატაროს, თან ტურისტულად აქტიური ცენტრთან საკმაოდ ახლოს. აბდუშელიშვილის გვარი კიდევ რამდენიმე პროექტს უკავშირდება.

მაშ შორისაა დამწვარი ბავშვთა სამყარო, სადაც ის აქციების 40 პროცენტს ფლობს. აბდუშელიშვილი ხსნის ელექტრომანქანების პირველ საწარმოს საქართველოში და სასტუმრო "ჰილტონს" თბილისის ცენტრში. 

ბიზნესმენი ძმების აბდუშელიშვილების მიმართ ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობა ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებაშიც ჩანს. დიპლომატიური გამოცდილების არმქონე აბდუშელიშვილი უზბეკეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

 

დღის ამბები