ავტობანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლია. გორი-თბილისის მონაკვეთზე ბენზინმზიდი იწვის, რის გამოც გადაკეტეილია ცენტრალური მაგისტრალი და ავტომობილებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.
კადრები მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ჯერჯერობით ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.