ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე დღეს ულტიმატუმით მივლენ. ისინი კახა კალაძისგან რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„გვინდა, რომ მარჯვენა "რულიანები" დაიშვას აუცილებლად 2021 წლის ჩათვლით და გვქონდეს ტაქსის დამადასტურებელი ნიშნის ტარების უფლება. თუ არ დაგვიტოვებენ იმის საშუალებას რომ ჩვენი ოჯახები გამოვკვებოთ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადაინაცვლებს პერმანენტულ აქციებში,“-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა არჩილ არჯევანიძემ.
მძღოლებს ასევე აინტერესებთ, რატომ მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში იმ დროს, როდესაც აქცია მიმდინარეობდა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ორი ადამიანი. სინამდვილეში ეს ესე არ ყოფილა და დაკავებულ ყოფილა 4 ადამიანი. ჩვენ ამ დაკავებებს პირდაპირ ვუკავშირებთ დაშინებას. და ვთხოვთ მერიას განგვიმარტოს რატომ მოხდა მაშინ როდესაც ვაპირებდით ჩვენ მშვიდობიან აქციას დაკავება,“-განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.