რომის პაპმა ვატიკანში სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს და მის ოპონენტებს უმასპინძლა.
პაპმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და სამხრეთ სუდანის ყოფილ ლიდერებს ფეხები დაუკოცნა. 82 წლის ღვთისმსახური თანაშემწეების დახმარებით დაიხარა და სთხოვა აფრიკული ქვეყნის ხელმძღვანელებს სამოქალაქო ომი აღარ დაუშვან.
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა და ამბოხებულთა ლიდერმა ხელი მოაწერს ზავს და პირობა დადეს, რომ ერთ თვეში მთავრობას ერთობლივად ჩამოაყალიბებენ.
სუდანს, სამხრეთ ნაწილი 2011 წელს გამოეყო და "სამხრეთ სუდანის" სახელით ცნტრალურ-აღმოსავლეთ აფრიკაში დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.