17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
შეხვედრა დუისში - მინისტრთა კაბინეტის წევრებს ადგილობრივებმა კითხვები თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაუსვეს

ვიცე პრემიერი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ.

მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა მინისტრებს პირველი კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დაუსვეს. ისინი დაინტერესდნენ, რამდენად აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია.

კითხვები შეეხო ჰესების მშენებლობის პრობლემასაც. სულხან ბორძიკაშვილის თქმით, მოსახლეობაზე ზეწოლას სამართალდამცავები მუდმივად ახორციელებდნენ და მათი მისამართით მუქარები, რომ ხეობაში სპეცრაზმს შეიყვანენ, დღემდე ისმის.

ახალგაზრდები განათლების სფეროში არსებული საკითხებით, მოსახლეობის ნაკლები ჩართულობით, ინფრასტრუქტურული და წყლის პრობლემებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი მივიდა. 

დღის ამბები