17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - აჭარის მთავარ სამმართველოში დაპირისპირების მონაწილეები გამოჰკითხეს

აჭარის მთავარ სამმართველოში ბათუმის საკრებლოს წევრების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

დეპუტატების განცხადებით, სამართალდამცავებს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან ჰქონდათ შეკითხვები.

ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ორივე შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება ქართული ოცნების დეპუტატებმა დაიწყეს.

მირდატ ქამადაძის განმარტებით, მმართველი გუნდის წევრებს მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არ ჰყოფნით ინტელექტი ან ვერ თოკავენ ემოციებს და გადადიან ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

ქართული ოცნების წევრები კი ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები