17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ხომ არ აიძულებენ მოხუცებს შვილები ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გასვლას - პოლიციამ გამოკითხვები დაიწყო

საქართველოში მოწყალებას ბევრი მოხუცი ითხოვს. პოლიცია ადგენს, ხომ არ აიძულებენ შვილები მოხუცებს ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გასვლას. ხომ არ მიჰყავთ ისინი ცენტრალურ გამზირებზე იძულებით და ხომ არ უთვალთვალებენ ჩუმად, ვინ, როდის და რამდენს აძლევს. სამართლადამცველებმა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ქალების გამოკითხვა დაიწყეს. 

კურიერი მოწყალების სათხოვნელად გამოსულ მოხუცებს ესაუბრა. მარო ღვინიაშვილი უხუცესია, ვინც ჩვენს ქვეყანაში მოწყალებას ითხოვს. მას 4 თვეში 100 წელი შეუსრულდება. ის გორიდან თბილისში რამდენიმე დღით ჩამოდის ხოლმე. 

მის გარდა, მოწყალებას ბევრი მოხუცი ითხოვს. 82 წლის მოხუცს 5 შვილი და 14 შვილიშვილი ყავს, მაგრამ სიბერის ბოლო 14 წელია, მაინც მოწყალების თხოვნა უწევს.

კიდევ ერთი მოხუცი - ლია ბებო, თავისუფლების მოედანზე მოწყალებას ითხოვს. ადგილობრივებმა პოლიციას არერთხელ მიმართეს იმის გასარკვევად, ხომ არ აიძულებდნენ ქალბატონს ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გასვლას.

ლია ბებოს მეზობლად მოწყალებს 60 წლის მაია ითხოვს. მას, მოხუცისგან განსხვავებით, შვილები და შვილიშვილები არ ჰყავს.

დღის ამბები