ბუბა ლომთათიძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ბუბა ლომთათიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი, რომელიც სასჯელს სომხეთის ციხეში სასტიკი მკვლელობის ბრალდებით იხდის, დამნაშავე არ არის და ის მხოლოდ ივანიშვილის მითითებით დააკავეს. ბუბა ლომთათიძის დედის განცხადებით, მის შვილს წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილთან, ანზორ ივანიშვილთან კონფლიქტი ჰქონდა და საქართველოც მისი ზეწოლის გამო დატოვა.
„ჩემი შვილი იყო ოცნების პარტიაში, აქტივისტი იყო და აქტიურად იღებდა მონაწილეობას. მერე შეეცვალა აზრი, მარტო ჩემ შვილს კი არა მთელ საქართველოს და ამის შესახებ შემდეგ მოუვიდა კონფლიქტი ემზარ ივანიშვილთან. იძულებულ გახადეს, დატოვა საქართველო და ჩაბარდა სასომხეთის რესპუბლიკას როგორც პოლიტდევნილი,“ - განაცხადა ბუბა ლომთათიძის დედამ.
ბუბა ლომთათიძეს ადანაშაულებენ ასევე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაში, თუმცა ოჯახისთვის უცნობია, დაკითხეს თუ არა ამ საქმეზე სამართლდამცველებმა, რადგან მას ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოჯახთან კავშირი აღარ ჰქონია.