17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა. მისი ადვოკატების თქმით, წინა საექსტრადიციო პატიმორაბში მყოფ გორაძეს უსამართლოდ დევნიან და ამ დრომდე ისიც კი არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება მისი ექსტრადირება.

ადვოკატების თქმით, პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან გორაძის ოჯახის წევრებსაც.

„სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, რომ აქამდე მოეხდინა ექსტრადაცია, თუმცა სახელმწიფომ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება. მაშინ კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ნუღარ აწვალებენ მას, უცხო ქვეყანაში მაინც დაანებონ თავი და შეეშვან. ვგულისხმობ იმას, რომ მეექვსე წელი წავიდა, კაცი ზის, არ იცის, რაზე ზის, ტყუილად. თურქეთის რესპუბლიკა მიწერს ჩვენს ქვეყანას, რომ რა ვქნათ, მიგყავთ თუ არა? პასუხი არის, რომ ჯერ არ მიგვყავს, ჯერ არ გვაქვს სურვილი, რომ წავიყვანოთ. თუ წამოყვანა უნდათ, წამოიყვანონ და დაგვანებონ თავი,“- განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები