17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"იდეიდან წარმოებამდე”- ტექნოპარკში ინოვაციების სფეროში იტალიის საელჩოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა

"იდეიდან წარმოებამდე”- ტექნოპარკში ამ სახელწოდების სემინარი  გაიმართა, romelic ინოვაციების სფეროში იტალიის საელჩოსა და საქართველოს თანამშრომლობას ეხებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსში გამარჯვებული ორი ახალგაზრდა ინოვატორი იტალიაში სამთვიან სტაჟირებას გაივლის.

ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ესწრებოდა.

„ტექნოლოგიები და ინოვაციები არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან იწყება თანამშრომლობა იტალიის მხარესთან. იტალია, როგორც ქვეყანა არის ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციებში მსოფლიოში,“- აღნიშნა ქობულიამ.

დღის ამბები