17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ნუკრი შონია - შავბნელი წარსულის მქონე პირები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში 

ზუგდიდში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ბნელი წარსულის მქონე პირები ჩაერთვნენ. უკვე ფიქსირდება ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები.  კონფიდენციალური წყარო „კურიერს“ უყვება, რომ სოფელ ტყაიაში ადგილობრივებზე ზეწოლას ახდენს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა ნუკრი შონია, რომელიც 2010 წელს ტერორიზმისთვის გაასამართლეს.

შონიას კოჭოიასთან ერთად აფეთქებების სერიის ორგანიზება ედებოდა ბრალად და სასჯელსაც იხდიდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ნუკრი შონია, კოჭოასთან ერთად ტერორიზმის ბრალდებით იყო გასამართლებული.  

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლაში, ნუკრი შონია სწორედ მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს და მერობის არჩევნებში, ის ამომრჩევლის ხმების მობილიზებას ცდილობს. 

ნუკრი შონია აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას,“ თუმცა  უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს. 

რაც შეეხება თავად "ქართულ ოცნებას," პარტიაში ბრალდებებს უარყოფენ. ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაიზერ ნანავა ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ნუკრი შონია.

„არც ბორისოვი ვიცი ვინ არის და ზოგადად, არც ტერორისტები არ ვიცი... ტერორისტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს, ტერორისტები მოიკითხოს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ამბობს მაიზერ ნანავა.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი შონია 2010 წელს, აფეთქებების სერიებში მონაწილეობდა.  საუბარია ამერიკის საელჩოსთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან და კიდევ რამდენიმე ადგილას განხორციელებულ აფეთქებებზე, რომელიც ბორისოვის მიერ იყო ორგანიზებული.  

 

 

დღის ამბები