17 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
სამართლის უზენაესობა, სოციალური პრობლემები... - შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პროგრამის დეტალებს ასაჯაროებს 

შუალედურ არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ამომრჩევლებს თავისი პრიორიტეტები გააცნო. სამართლის უზენაესობა, სოციალური პრობლემები და ძეგლის სტატუს მინიჭებული ავარიული შენობები იქნება მთავარი მიმართულებები, რაზეც შალვა შავგულიძე პარლამენტში იმუშავებს.

საკუთარი ხედვა შალვა შავგულიძემ მოგვიანებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც გააცნო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, რომელიც მას მხარს უჭერს, ამბობს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება შუალედურ არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წასვლას დააჩქარებს.

შალვა შავგულიძის მხარდამჭერი პოლიტიკური ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ კანდიდატზე ბოლოდროინდელი შეტევები მიზანმიმართულია და წინასაარჩევნოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.

 

დღის ამბები