17 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას" - ტაქსის მძღოლების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნება

თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლების ნაწილი, თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. ისინი პოლიტიკურ პარტიებს პროცესში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო განცხადება ტაქსის მძღოლებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს. 

მათი თქმით, მერიასთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშა პროცესი. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ თამაშებში და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. აქედან გამომდინარე, ვართ მერიასთან მოლაპარაკებებში. რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და რაღაც საკითხებში ვართ მუშა პროცესში,"-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები მერიის მიერ მიღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ისინი ითხოვენ 2 წლით გადავადდეს ტაქსის თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილება. 

დღის ამბები